ჩვენი ისტორიახარისხი და განვითარებასაკვების გმირებიჩვენი ბრენდებიჩვენი ვალდებულებები
ძაღლიკატა
Monge
ბლოგისიახლეებიკონტაქტი0
KAENRU
შესვლა / რეგისტრაციაკალათა0
ჩვენი ისტორიახარისხი და განვითარებასაკვების გმირებიჩვენი ბრენდებიჩვენი ვალდებულებები
ძაღლიკატაბლოგისიახლეებიმომშენებლებიკონტაქტი
KAENRU

MONGE.GE • იურიდიული ინფორმაცია

გარანტია

კონფიდენციალურობა წესები & პირობები დაბრუნება გარანტია Cookie

კანონისმიერი გარანტია

  • თუ www.monge.ge-ის პლატფორმაზე შეძენილი პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, www.monge.ge-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეცვლა ან შეკეთება, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
  • პროდუქტის შეცვლა ან შეკეთება მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, www.monge.ge-ს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
  • პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში თბილისი და მისი შემოგარენი 5 (ხუთი) კალენდარული დღე დანარჩენ შემთხვავაში 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღე, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა;
  • პროდუქტის უსასყიდლოდ შეცვლა ან შეკეთება გულისხმობს www.monge.ge-ს მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
  • პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • www.monge.ge-მა პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეცვალა ან არ შეაკეთა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • www.monge.ge-ს მიერ პროდუქტის შეცვლა ან შეკეთება მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა;

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში აღმოჩნდა;

თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, თუ პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი www.monge.ge-ს ეკისრება. თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 24 საათის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება;

კანონისმიერი გარანტიის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული პროდუქტის ნასყიდობაზე. ასეთი პროდუქტის ნასყიდობისას ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში www.monge.ge-ის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.

კანონისმიერი საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:

  • ამოიწურა პროდუქტის საგარანტიო ვადა;
  • მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია პროდუქტის იდენტიფიცირება;
  • საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია პროდუქტის იდენტიფიცირება;
  • გაყიდულ პროდუქტზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, პროდუქტზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია პროდუქტის იდენტიფიცირება;
  • დაზიანება გამოწვეულია შეფუთვის ან შეკვრის დაზიანებით;
  • დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
  • დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
  • სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია პროდუქტის დაზიანება;
  • შეძენილი პროდუქცია იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ ქვეყანაში დგება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე გადაულახავი პირობები.

Monge
Monge & C. S.p.a.
Via Savigliano, 31
12030 Monasterolo di Savigliano (CN)

tel. + 39 0172 74 71 11
fax + 39 0172 74 71 99
Zoostandart
ოფიციალური და ექსკლუზიური
დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს ზოოსტანდარტი / 404596380
contact@zoostandart.ge www.zoostandart.ge +995 599 51 30 34 სამუშაო საათები და დღეები 10:00 - 18:00 | ორშ - პარ
ძაღლი ძაღლი კატა კატა
გაიცანი Monge
ჩვენი ისტორია ხარისხი და განვითარება ჩვენი ვალდებულებები Food Fighters ჩვენი ბრენდები
იურიდიული ინფორმაცია
კონფიდენციალურობა წესები & პირობები დაბრუნება გარანტია
სიახლეები მომშენებლები კონტაქტი
4ფეხა ბლოგი ძაღლიპედია კატაპედია Monge-ს სამყარო ვეტერინარები საუბრობენ ოჯახი რომელიც - ვაუ ოჯახი რომელიც - მიაუ
მომშენებელი ხარ?
გაიგე მეტი MONGE მომშენებლები www.mongebreeders.it
გამოგვყევით:
EU PSR Regione Piemonte
კონფიდენციალურობა წესები & პირობები დაბრუნება გარანტია
Georgian
Russian English
0
ხელმისაწვდომობა
MONGECookie პოლიტიკის ნახვა

თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი

ამ პანელში შეგიძლიათ მართოთ თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული არჩევანი. სურვილის შემთხვევაში არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ ღილაკიდან.

კონკრეტული დამუშავების მიზნის უარსაყოფად გამორთეთ შესაბამისი პარამეტრი ან გამოიყენეთ „ყველას უარყოფა“, შემდეგ კი შეინახეთ არჩევანი.

თვალთვალის ტექნოლოგიებზე თანხმობის პარამეტრები

ქვემოთ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი Cookie და მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენოს საიტმა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკაში.

აუცილებელისაიტის ძირითადი ფუნქციონირება, უსაფრთხოება და კალათა.
ფუნქციონალურობადამატებითი ფუნქციები და თქვენი არჩევანის დამახსოვრება.
გამოცდილებასაიტის გამოყენების გამოცდილების გაუმჯობესება.
გაზომვაანონიმური სტატისტიკა და საიტის მუშაობის შეფასება.
მარკეტინგირეკლამისა და მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება.